Tuesday, June 8, 2010

ნარკოტიკის გავრცელების ძირითადი წყარო.


Просмотреть увеличенную карту

გადაცემა პულსი– ნარკომანიის შესახებ.

ქართველი რეპერები ნარკომანიის წინააღმდეგ...

ნარკომანია

ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ და μᾰνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:

  1. შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
  2. ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
  3. ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)
  4. ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.

ნარკომანია და საზოგადოება

სოციოლოგების თვალსაზრისით, ნარკომანია დევიანტური ქცევის ერთ-ერთი ფორმაა, ანუ ქცევა, რომელიც საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივ ნორმებისგან იხრება.

ნარკომანიის წარმოშობის და განვითარების მიზეზად, ყველაზე ხშირად ხასიათის თავისებურებებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ დარღვევევებს, ამა თუ იმ სოცილური ფაქტორის გავლენას ასახელებენ. იშვიათი არაა, ნარკომანიის წარმოშობა ისეთ ადამიანებში, რომლებიც სამედიცინო მიზნებისთვის იძულებული არიან დიდი ხნის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებები მიიღონ. ბევრ მედიკამენტს, რომლებიც ოფიციალურ მედიცინაში გამოიყენება (ხშირად საძილე, დამაწყნარებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები), შეუძლიათ ნარკოტიკული დამოკიდებულების მძიმე ფორმების გამოწვევა, რაც შეიძლება მათი მოხმარების დროს სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს.

ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების გამოყენება დაკავშირებულია კონკრეტულ რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებთან (ინდიელებისთვის კოკას ფოთლების ღეჭვა, ჰაშიშის მოწევა მუსულმანურ ქვეყნებში). ევროპაში და ამერიკაში ნარკომანიამ ფართო გავრცელება 1960-იანი წლების ახალგაზრდული კულტურული რევოლუციის დროს ჰპოვა. სწორედ ამ დროიდან, ეს მოვლენა სერიოზულ სოციალურ პრობლემად იქცა.

ნარკომანია საქართვლოში

მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს. რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა. ნარკომანია დღესდღეობით საქართველოში მწვავე პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითრარებად ქვეყნებში, ისევე საქართველოშიც მრავალი ადამიანი იღუპება ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებისაგან, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაღუპულთა შორის არიან მოზარდებიც. კერძოდ კი ჰეროინი საქართველოსთვის მართლაც რომ რეალურ კატასტროფად იქცა. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ მისი მომხმრებლებია. ყოველივე ამასთან ერთად იზრდება ისეთი დაავადებების საშიშეოება, როგორიცაა შიდსი და სხვა... 26 ივნისი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.